Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Regarding anniversary collections of articles

2023 წელს თსუ-ის პროფესორს ბესარიონ ზოიძეს 70 წელი შეუსრულდება, ასევე 2023 წელს 60 წლის გახდა პროფესორი ლადო ჭანტურია. პროფესორებმა ბესარიონ ზოიძემ და ლადო ჭანტურიამ უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული სამართალმცოდნეობის მეცნიერების განვითარებაში, საქართველოში სამართლის რეფორმების განხორციელებაში, იურიდიულ მეცნიერებათა დარგში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის განვითარებასა და ქვეყანაში იურიდიული განათლების გაუმჯობესებაში.

 

იურიდიული ფაკულტეტი ამზადებს ამ თვალსაჩინო მეცნიერებისადმი მიძღვნილ საიუბილეო კრებულებს. იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის წევრებს, ვისაც სურს რომელიმე კრებულისთვის სტატიის დაწერა, გთხოვთ მიმართოთ ფაკულტეტის დეკანს პროფესორ თამარ ზარანდიას: tamar.zarandia@tsu.ge